Tuesday, July 16, 2019

სასწავლო პროექტი პირველ კლასში ,,გაზაფხულო, გაზაფხულო!


სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
თამარი ყიფიანი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქ. თერჯოლა
სკოლა
სსიპ ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლა
პროექტისმონახაზი
პროექტისდასახელება : გაზაფხულო, გაზაფხულო!

პროექტის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან გაზაფხულს , როგორც წელიწადის ულამაზეს დროს, შეისწავლიან გაზაფხულის თვეების ძველ და ახალ სახელწოდებებს, ჩემ მიერ დამზადებული თვალსაჩინოებების დახმარებით განახორციელებენ სხვადასხვა შედარებითაქტივობას წლის დროებს შორის არსებული სხვაობის გამოსავლენად. გაეცნობიან როგორ იცვლება ბუნება გაზაფხულზე, რა ფერები ჭარბობს, რას საქმიანობს ადამიანი, როგორ იქცევიან ცხოველები, ფრინველები, რა დღესასწაულებს აღნიშნავენ ადამიანები წლის ამ დროს, შეისწავლიან თემის შესაბამის ლექსებს, ჩანახატებს, სიმღერებს. დაამზადებენ  აპლიკაციებს, შექმნიან ნახატებს და მოაწყობენ გამოფენას.მოსწავლეები დააკვირდებიან ბუნებრივ მოვლენებს გაზაფხულზე, შექმნიან კოლაჟს გაზაფხულის ფერებით.მოიძიებენ ინფორმაციას გაზაფხულის მახარობელი ყვავილების შესახებ.გააკეთებენ პრეზენტაციას.დაამზადებენ მისალოც ბარათებს.
საგანი/საგნები
ქართული, ბუნება, ხელოვნება ისტ
საფეხური/კლასი
დაწყებითი/  1 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ათი 35 წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ. I. 5.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება .
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
·         ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
ბუნ.I.8.მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნებისდახასიათება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          (მაგ.,წვიმა, ქარი, ცისარტყელა)და აღწერს მათ;ახასიათებს  მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს
ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია განავითაროს სხვადასხვამასალის, ტექნიკისდაპროცედურისგამოყენებისუნარნამუშევრისშექმნისას.
შედეგითვალსაჩინოა, თუმოსწავლე:
·           ხატავს ფანქრით, პასტელით, აკვარელით, გუაშით, ნახშირით, ცარცით და სხვ.;
·           სხვადასხვა მასალით ქმნის მარტივ გამოსახულებებს, კომპოზიცი­ებს.
21 საუკუნის უნარ-ჩვევები
სწავლისადაგამომგონებლობისუნარ-ჩვევებ
ინფორმაციისეფექტურადდაეფექტიანადმოპოვება,კრიტიკულიდაკომპეტენტურიშეფასება, ინფორმაციისზუსტადდაშემოქმედებითადგამოყენებამოცემულსაკითხთანთუპრობლემასთანდაკავშირებით;
საინფორმაციო, მედიადატექნოლოგიურიუნარ-ჩვევები
ტექნოლოგიისგამოყენება, როგორცინფორმაციისკვლევის, ორგანიზების, შეფასებისადაკომუნიკაციისსაშუალების.
სასიცოცხლოდაკარიერულიუნარ-ჩვევები
·         გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.





პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
·         მოსწავლემუნდა შეძლოს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება .
·         ბუნებრივიმოვლენებისმრავალფეროვნების დახასიათება;
·         სხვადასხვამასალის, ტექნიკისდაპროცედურისგამოყენებით ნამუშევრის შექმნა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რა გსმენიათ სეზონური ბუნებრივი მოვლენების შესახებ?

თემატური კითხვები

რა ვიცით გაზაფხულის შესახებ?

შინაარსობრივი კითხვები
როგორ იცვლება ბუნება გაზაფხულზე?
რა ფერები ჭარბობს ირგვლივ?
როგორ შეიცვალა ამინდი?
რას საქმიანობს ადამიანი?
რა ხდება სოფელსა და ქალაქში?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
ვიცი , მინდა ვიცოდე, ვისწავლე.


სქემა
ვიცი
მინდა ვიცოდე
ვისწავლე



პროექტის მსვლელობისას
Ø  პროექტის გეგმა
Ø  მინი ლექცია
Ø  ჯგუფებად დაყოფა
Ø  დავალებების გადანაწილება
Ø  გეგმის მიხედვით წარმართული მუშობის მონიტორინგი
Ø  თემის შესაბამისი ლექსებისა და გამოთქმების შესწავლა.



Ø  პროექტის გეგმის შბლონი
Ø  ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსის ჩვენება.

Ø  შეფასების რუბრილა, ჩეკლისტი.




პროექტის დასრულების შემდეგ
Ø  საბოლოო პრეზენტაცია-






Ø  ღონისძიება
Ø  კედლის გაზეთი
Ø  ელექტრონული გაზეთი


შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის დაწყებამდე კლასში გავმართავ დისკუსიას, რითაც შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას,  საჭიროებებს და გამოვავლენ მათ ინტერესებს.  გაზაფხულის შესახებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გამოსავლენად, საკუთარი შეკითხვების სიღრმისეული გამოკვლევისა და შესწავლის ხელშესაწყობად გამოვიყენებ სქემას „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ .
პროექტზე მუშაობისას ვაწარმოებ დაკვირვების დღიურს, მოსწავლეები პასუხობენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.  აწარმოებენ პრეზენტაციებს, რაც მათ დაეხმარებათ სწავლის პროცესის გაანალიზებაში, თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლებაში.
პროექტის მსვლელობის დროს შევქმნით კედლის გაზეთს,  დაამზადებენ მისალოც ბარათებს. პერიოდულად ვავსებ სქემას„ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ მასალის გაგებასა და უნარ-ჩვევების ხარისხის შემოწმებაში. ესგ-ის სტანდარტთან შესაბამის თვითშეფასებაში.პროექტის დასასრულს მოხდება პროექტის შეგამება -ღონისძიება.


სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
უცხო ტექსტის აღქმისა და გააზრების უნარი,  კომპიუტერთან  მუშაობის უნარი.გუნდური მუშაობის უნარი. ინფორმაციის მოძიების ,დახარისხები და პრეზენტაციის უნარი. გარემოზე დაკვირვების უნარი.

სასწავლო პროცედურები
Iკვირა
შეხვედრა მოსწავლეებთან და მშობლებთან, ვაწვდი მათ ინფორმაციას პროექტის შესახებ.
სქემა   „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“
მინილექცია  სეზონური ბუნებრივი მოვლენების შესახებ.
შერჩევითი გზით ჯგუფების შექმნა და დავალებების მიცემა.
              
II კვირა
ბუნებაში გასვლა, ამინდზე დაკვირვება.
მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალის დახარისხება, თემის შესაბამისი ლექსების, მოთხრობებისა და სიმღერების შესწავლა.

III კვირა

დედის დღისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათების დამზადება.
აპლიკაციებისა და ნახატების შექმნა.
კლასში გამოფენის მოწყობა.
კედლის გაზეთისა და სლაიდ-შოუს დამზადება.

IV კვირა

სქემის   „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“  შევსება, დასრულება.
გაიმართება პროექტის პრეზენტაცია-ღონისძიება:  „ გაზაფხულო, გაზაფხულო!,,
შეფასება , მოსწავლეების თვითშეფასება.


დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
დავალების მიცემის დროს გავითვალისწინებ მოსწავლის შესაძლებლობებს. საჭიროებიდან გამომდინარე მივცემ დავალებას გავუწევ დახმარებას , რათა შეძლოს დავალების შესრულება. დავალების შესრულებისათვის მივცემ  დამატებით დროს.
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ მყავს.
ნიჭიერი მოსწავლეები
ნიჭიერ მოსწავლეს ვავალებ თემასთან დაკავშირებით აწარმოოს კვლევა, ან შედარება და მიღებული მონაცემები გამოსახოს გრაფიკულად.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
როდონაიას 1 კლასის სახელმძღვანელო
ინვენტარი/მასალები
ფორმატი, ფლიფჩარტი,გუაში...
ინტერნეტრესურსები
ენტერნეტ რესურსი იხილეთ საავტორო უფლებებში.
სხვარესურსები
საველე ვიზიტი.


No comments:

Post a Comment