Tuesday, July 16, 2019

სასწავლო პროექტი პირველ კლასში ,,წიგნი-ცოდნის სარკე და ბუნების კარი...,,


 

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
თამარი ყიფიანი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თერჯოლა
სკოლა
სსიპქ. თერჯოლის  N1 საჯარო სკოლა
პროექტისმონახაზი
პროექტისდასახელება
წიგნი-ცოდნის სარკე და  ბუნების კარი...
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები ინტერნეტიდან მოიძიებენ ინფორმაციასა და სურათებს  წიგნის შექმნის ისტორიის  შესახებ; შეისწავლიან წიგნთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს. წიგნისადმი ინტერესის გაღვიძების მიზნით მოხდება გასვლა წიგნის მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში.
საგანი/საგნები
ქართული, ხელოვნება.
საფეხური/კლასი
დაწყებითი საფეხური, Iკლასი
პროექტის განხორციელების დრო
3 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
.ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტზე მუშაობა.
ქართ. I. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. I. 10. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი საინფორმაციო ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულო-ბის ტექსტების დამოუკიდე-ბლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
ს.გ.I.1.  მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი   ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.I.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;

სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია.
განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;




პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლე გაეცნობა წიგნის წარმოშობის ისტორიასა და წიგნის მახასიათებლებს. ჩამოუყალიბდება წიგნთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლე შეძლებს მოისმინოს,  ადეკვატურად აღიქვას და გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება წაკითხულის მიმართ;   გაუმჯობესდება კითხვის ტექნიკა;  ხელი შეეწყობა ინოვაციური მეთოდის დანერგვას;  მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებას;   თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.  რაც მთავარია,  მოსწავლე ყალიბდება აქტიურ მკითხველად.
უნვითარდება21-ე  საუკუნის უნარები და ესგ-ითმოცემული გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორ გავიმდიდრო ლექსიკური მარაგი?
თემატური კითხვები
რა არის წიგნი?

შინაარსობრივი კითხვები
რისგან შედგება წიგნი?
რა გვსმენია წიგნის წარმოშობის შესახებ?
რას გვამცნობს წიგნი?
რა სარგებელი მოაქვს წიგნის კითხვას?
როგორი შინაარსის წიგნები მოგწონს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
„ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“
ინდივიდუალური და საერთო სქემა
პროექტის მსვლელობისას
პროექტის გეგმა
მინი ლექცია მოსწავლეებთან წიგნისა და წიგნიერების შესახებ.
ჩემ მიერ შექმნილი ელ.რესურსის ჩვენება.
ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.
წყვილებში მუშაობა და დავალებები წყვილებს.
გეგმის მიხედვით  წარმართული მუშაობის მონიტორინგი
კედლის გაზეთი.
თემის შესაბამისი ლექსებისა და გამონათქვამების შესწავლა.


პროექტის გეგმის შაბლონი
ჩეკლისტი
შეფასების რუბლიკა

პროექტის დასრულების შემდეგ
საბოლოო პრეზენტაცია.
ესე
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე.




კედლის გაზეთი
ვმვ

შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის დაწყებამდე კლასში გავმართავ დისკუსიას, რითაც შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას,  საჭიროებებს და გამოვავლენ მათ ინტერესებსწიგნისა და წიგნიერების  შესახებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გამოსავლენად, საკუთარი შეკითხვების სიღრმისეული გამოკვლევისა და შესწავლის ხელშესაწყობად გამოვიყენებ სქემას „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ . დავადგენ მოსწავლეთა მცდარ შეხედულებებს.
პროექტზე მუშაობისას ვაწარმოებ დაკვირვების დღიურს, მოსწავლეები პასუხობენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.  აწარმოებენ პრეზენტაციებს, რაც მათ დაეხმარებათ სწავლის პროცესის გაანალიზებაში, თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლებაში.
პროექტის მსვლელობის დროს შევქმნით კედლის გაზეთს,  დაამზადებენ ბუკლეტებს. პერიოდულად ვავსებ სქემას „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ მასალის გაგებასა და უნარ-ჩვევების ხარისხის შემოწმებაში. ესგ-ის სტანდარტთან შესაბამის თვითშეფასებაში. მოვაწყობთ გასვლას წიგნის მაღაზიასა და ბიბლიოთეკაში.

სხვა საკითხები
წინარეცოდნა
უცხო ტექსტის აღქმისა და გააზრების უნარი,  კომპიუტერთან მუშაობის უნარი. გუნდური მუშაობის უნარი.
სასწავლო პროცედურები
http://mastsavlebeli.ge/?p=10333
პროექტის დაწყებამდე  გადავხედავ როგორც მხატვრულ, ისე სამეცნიერო ლიტერატურას წიგნის შესახებ. გავწერ პროექტის გეგმას და სამუშაო განრიგს.

პროექტის დაწყებამდე კლასში გავმართავ დისკუსიას, რითაც შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას,  საჭიროებებს და გამოვავლენ მათ ინტერესებს  წიგნისა და წიგნიერების  შესახებ, რაც დამეხმარება მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გამოსავლენად, სიღრმისეული გამოკვლევისა და ახალის  შესწავლის ხელშესაწყობად გამოვიყენებ სქემას „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“.
დავადგენ მოსწავლეთა მცდარ შეხედულებებს. მოსწავლეების ხელშესაწყობად ცხრილი მთელი მოდულის განმავლობაში საკლასო ოთახში მექნება გაკრული და ხშირად დავუბრუნდებით შეკითხვებს, რომელთაც მოდულის მიმდინარეობისას გაეცემათ პასუხი.
პირველივე კვირას მშობლებისთვის დაამზადებენ ბუკლეტებს., რომლითაც გარკვეულ ინფორმაციას მიაწვდიან მათ და დახმარებასაც სთხოვენ.  ამავე  კვირას მოვახდენთ წიგნის შესახებ ლექსებისა და მოთხრობის დამუშავებასა და გააზრებას.

მეორე კვირას შერჩევითი გზით ვქმნი ჯგუფებს და ვუნაწილებ მათ დავალებებს:
I ჯგუფს ევალება ინფორმაციის მოძიება-დახარისხება წიგნის შესახებ.
II ჯგუფს ევალებახელნაწერი, ილუსტრირებული წიგნის შექმნა.
III ჯგუფს  დაევალა მოიძონ გამონათქვამები წიგნზე.
ამავე კვირას ჯგუფის წევრები მოახდენენ შესრულებული დავალების წარდგენას.
III კვირას  მოვახდენთ გასვლას სკოლის ბიბლიოთეკასა და წიგნის მაღაზიაში.მოსწავლეები თავიანთი საბოლოო პროდუქტის შექმნისათვის მოემზადებიან. კერძოდ, გააკეთებენ პრეზენტაციას, რომლის შექმნაშიც საჭიროების შემთხვევაში დავეხმარები.შექმნიან კედლის გაზეთს.

პროექტზე მუშაობისას ვაწარმოებ დაკვირვების დღიურს, მოსწავლეები პასუხობენ თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.  ნაწარმოები პრეზენტაციები,  მათ დაეხმარებათ სწავლის პროცესის გაანალიზებაში, თვითმონიტორინგში, თანამშრომლობით სწავლებაში.
პერიოდულად ვავსებ სქემას „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“, რაც მოსწავლეებს დაეხმარებათ მასალის გაგებასა და უნარ-ჩვევების ხარისხის შემოწმებაში. ესგ-ის სტანდარტთან შესაბამის თვითშეფასებაში.

დასკვნითი აქტივობა:

მთელ კლასში განვიხილავ ზოგად შეკითხვას,როგორ გავიმდიდრო ლექსიკური მარაგი? მოსწავლეების მოსაზრებებს ვადარებთ პროექტის დაწყების დროს გამოთქმულ მოსაზრებებთან. მოსწავლეებს ვთხოვ, დაასრულონ მათი ვ-მ-ვ ცხრილის „ვიცი“ სვეტის შევსება და წიგნის შესახებ ნასწავლი ხატოვანი გამონათქვამებიდან  სულ ცოტა ორი დაურთოს.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები


პროექტის დაწყებისას   სსსმ მოსწავლისათვის შევიმუშავე  რამდენიმე დავალება, რასაც საჭირო  დროს   შეასრულებს მოსწავლე.
1) გააფერადოს თემის შესაბამისი ნახატი.
2) შეარჩიოს და  ამხანაგებს აჩვენოს მისთვის საყვარელი ილუსტრირებული წიგნი.



არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ მყავს
ნიჭიერი მოსწავლეები
დავალება:  გააკეთოს დიაგრამა თანატოლებში წიგნიერების დონის გამოსაკვლევად.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ვ.როდონაია(ქართული ენა Iკლასი)  საყმაწვილო ენციკლობედია.  საბავშვო ზღაპრების ტომეული
ინვენტარი/მასალები
თაბახი, მუყაო.
ინტერნეტრესურსები

სხვარესურსები
ვიზიტი ბიბლიოთეკასა და წიგნის მაღაზიაში


No comments:

Post a Comment